გარემოსდამცველთა წრის მუშაობის გეგმა
სსიპ გარდაბნის
მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფლის საჯარო
სკოლა წრის ხელმძღვანელი: ბუნებისმეტყველების
პედაგოგი ელენე ტორაძე
წრის
სახელწოდება: „ გარემოსდამცველთა წრე“
კლასები: მეორე, მესამე, მეოთხე
2019-2020 სასწავლო წელი
წრის საგანმანათლებლო მნიშვნელობა
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო
სკოლაში დაწყებით საფეხურზე ასეთი წრის გახსნა
ერთგვარ სიახლეს წარმოადგენს. მას ექნება როგორც
საგანმანათლებლო დანიშნულება ასევე ორიენტირებული იქნება პრაქტიკული უნარების განვითარებაზე.
მოსწავლეები აიმაღლებენ ცოდნას ბუნების დაცვის
საკითხებზე, ამაღლდება მათი ეკოლოგიური ცნობიერებაც.
წრის აქტუალურობა
წრის
მუშაობა აქტუალურია თუნდაც იმიტომ, რომ დაწყებითი კლასებიდანვე მოსწავლეებს განუვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარები. ამასთანავე ისინი გაიგებენ
რატომ უნდა იყვნენ ბუნების ქომაგები. მიხვდებიან
, რომ როგორც ვექცევით ბუნებას ისევე გვექცევა იგი ჩვენ.
წრის მუშაობის მიზანი
წრე მიზნად
ისახავს ბუნებისმეტყველების სწავლებით დაინტერესებულ მოსწავლეებთან დამატებით მუშაობას, გაკვეთილების
შემდეგ გარკვეული გრაფიკით. ბავშვებს მუშაობის პროცესში განუვითარდებათ
ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, პრეზენტაციის, კრიტიკული აზროვნების, ჯგუფური მუშაობის, შემოქმედებითი
და სხვა უნარები.
მათ განუვითარდებათ ისეთი პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები
როგორიცაა: გარემოს დაცვა და ეკოლოგიური წიგნიერება.
მიზნის
მისაღწევად საჭირო რესურსები: თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, ფლიფჩარტები,
მარკერები, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი.
სწავლების
მეთოდებად გამოვიყენებ: მინი ლექციას,
სოკრატულ მეთოდს, დისკუსიას, თანამშრომლობით
სწავლებას, კეთებით სწავლებას, ჯგუფურ მეცადინეობებს,
პრეზენტაციას, ცდას/ექსპერიმენტს.
შეხვედრების გრაფიკი
კვირაში ერთხელ, ყოველ
სამშაბათს 13:20 სთ-ზე
წრის მეცადინეობებზე დასამუშავებელი საკითხები/თემები. ჩატარების თარიღი
#
|
დასამუშავებელი თემა
|
ჩატარების
თარიღი
|
1
|
ჩემი მწვანე არდადეგები-ხატვის კონკურსი
|
17.09.2019
|
2
|
როგორ ვებრძოლოთ გაუდაბნოებას
|
24.09.2019
|
3
|
მცენარეთა როლი დედამიწაზე.
|
2.10.2020
|
4
|
როგორ მოვუაროთ
ოთახის მცენარეებს?
|
9.10.2019
|
5
|
ხეების ჩეხვა და ბუნებრივი კატასტროფები
|
16.10.2019
|
6
|
შევაგროვოთ მაკულატურა-გადავარჩინოთ ხეები
|
23.10.2019
|
7
|
პოსტერის შექმნა-ჩვენი მწვანე მეგობრები
|
30.10.2019
|
8
|
საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა-მწვანე მცენარის მნიშვნელობა
|
5.11.2019
|
9
|
ფოტოკონკურსი- ეს ჩემი ტყეა
|
12.11.2019
|
10
|
წითელი წიგნი და წითელი ნუსხა
|
19.11.2019
|
11
|
დიდი ხელნაკეთი წიგნის დამზადება, სადაც წითელ წიგნში შესული
ცხოველები იქნებიან დახატული და დახასიათებული.
|
26.11.2019
|
12
|
როგორ ვმართოთ
ნარჩენები?
|
3.12.2019
|
13
|
ჩვენი ოთხფეხა
მეგობრები
|
10.12.2019
|
14
|
რატომ არ შეიძლება ნადირობა დაცულ ტერიტორიებზე
|
17.12.2019
|
15
|
ელექტრონული წიგნის შექმნა, სადაც კომიქსებით იქნება
წარმოდგენილი ხეებისა და ბრაკონიერის დიალოგი.
|
24.12.2019
|
შეფასების ფორმები
მოსწავლეებს დაკვირვების
საფუძველზე შევაფასებ განმავითარებელი კომენტარებით.
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები
ინდივიდუალური
ჯგუფური
წყვილებში
Комментариев нет:
Отправить комментарий