სოციალური პროექტის გეგმა
პროექტის დასახელება: „ მეგობრობა “
პრობლემა:
დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ განვითარებული სოციალური
უნარ-ჩვევები. უჭირთ პოზიტიური ურთიერთობის
დამყარება თანაკლასელებთან. მათ ვერ
წარმოუდგენიათ , რომ გოგონებსა და ბიჭებს შორის
შეიძლება არსებობდეს ახლო მეგობრული ურთიერთობები.
პროექტის აქტუალურობა:
პროექტი აქტუალურია იმით, რომ
დაწყებითი კლასებიდანვე მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ სოციალური ურთიერთობები, მათ არ
უნდა უჭირდეთ ერთმანეთთან პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება.
ეს პროექტი ხელს შეუწყობს ამ პრობლემის გადაჭრას.
პროექტის მიზანი:
პროექტში მუშობის
შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ სოციალური
უნარ-ჩვევები: როგორიცაა მოლაპარაკება, კომპრომისი, ემოციების მართვა, კონფლიქტის გადაჭრა და სხვა
პროექტის მოსალოდნელი
შედეგები:
მოსწავლეებს შეუძლიათ ერთმანეთთან პოზიტიური ურთიერთობა,
არიან შემწყნარებლები, მეგობრობენ ერთმანეთთან
, არ არღვევენ სხვის უფლებებს, იცავენ თავიანთ
უფლებებს, არიან ასერტულები.
მოსწავლეთა გამოცდილების
გათვალისწინება :
მოსწავლეებს
აქვთ მცირე გამოცდილება სასწავლო პროექტზე მუშაობის. მათ არ უმუშავიათ სოციალურ პროექტში.
ვფიქრობ, მაინც გამომადგება სასწავლო პროექტში მუშაობის გამოცდილება სოციალურ პროექტში. კერძოდ მათ უკვე იციან ჯგუფური მუშაობა, პასუხისმგებლობის
დელეგირება, პრეზენტაციის გაკეთება.
აქტივობები:
აქტივობა #1
პროექტის იდეის გაცნობა მოსწავლეებთან და მშობლებთან. მათთან ერთად აქტივობების
დაგეგმვა.
აქტივობა#2
ფსიქოლოგის
შეხვედრა მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან.
საუბარი თემაზე: „ასაკის შესაბამისი პრობლემები“ და „ კონფლიქტის
მოგვარების გზები.“
აქტივობა
#3
ფილმის ჩვენება ბულინგის თემაზე. ფილმის განხილვა. ფილმში არსებული პრობლემის გადაჭრაზე მსჯელობა.
აქტივობა #4
ინტერვიუ მშობლებთან. მშობლებთან
ინტერვიუს გზით უფრო კარგად შეძლებენ თანაკლასელები ერთმანეთის
გაცნობას. აღმოაჩენენ ისეთ თვისებებს ერთმანეთში, რაც აქამდე არ ჰქონდათ შენიშნული.
ასევე მშობლებს ვთხოვთ გაიხსენონ და ისაუბრონ იმ პერიოდზე თვითონ რომ იყვნენ ამ ასაკში
რა პრობლემები ჰქონდათ და როგორ აგვარებდნენ.
აქტივობა #5
პოსტერის შექმნა თემაზე:
„ ჩვენ მეგობრები ვართ“
აქტივობა #6
პროექტის პრეზენტაცია.
პროექტის მონიტორინგი და შეფასება
პროექტის მონიტორინგი განხორციელდება სამივე ეტაპზე. დავაკვირდები ყველა მოსწავლეს, რამდენად
იქნება ჩართული აქტივობების
განხორციელების პროცესში. საჭიროების დროს გამოვიყენებ წამახალისებელ შექებას და
გამხნევებას, სტიმულის მიცემას.
პროექტის წარმატებას შევაფასებ
შემდეგი კრიტერიუმებით:
კრიტერიუმები
|
3
|
2
|
1
|
ჩართულობა
|
ჩართულია ყველა მოსწავლე და ყველა მშობელი
|
ჩართულია
უმეტესობა
|
ჩართულია მცირე ნაწილი
|
თანამშრომლობა
|
თანამშრომლობს ყველა
|
თანამშრომლობს
უმეტესობა
|
თანამშრომლობს მცირე ნაწილი
|
პროექტის შედეგი
|
პოზიტიური ურთიერთობები მოსწავლეებს შორის
|
გაუმჯობესებული
ურთიერთობები მოსწავლეებს შორის
|
მცირედ გაუმჯობესებული ურთიერთობები
|
პროექტის
განხორციელების დროის ჩარჩო
აქტივობები/დრო
|
პირველი
კვირა
|
მეორე
კვირა
|
პროექტის
მიზნის განსაზღვრა
|
X
|
|
ფსიქოლოგთან
შეხვედრა
|
X
|
|
ფილმის
ჩვენება
|
X
|
|
მშობლების
მოწვევა
|
|
X
|
პოსტერის
შექმნა
|
|
X
|
პროექტის
პრეზენტაცია
|
|
X
|
პროექტის
რესურსები: ფორმატი,
მარკერები, პროექტორი, კომპიუტერი, თაბახის ფურცლები.
პროექტის განხორციელების რისკები
შესაძლოა ვერ
განხორციელდეს #2 და #4
აქტივობა. რადგან სკოლას არ ჰყავს ფსიქოლოგი. მოწვევა
გვჭირდება სხვა სკოლიდან. მოსალოდნელია
ვერ მოვიდეს. ასევე
მოსალოდნელია არ მოვიდნენ მშობლები, ან არ
დაგვთანხმდნენ ინტერვიუზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий