вторник, 8 октября 2019 г.

არა ჩაგვრას! არა ძალადობას! - "თავისუფალი სკოლა"

არა ძალადობას.

ბავშვზე ძალადობა - სოციალური ექსპერიმენტი

ბულინგი

ნუ იქნები ბულერი

четверг, 3 октября 2019 г.

სოციალური პროექტი


                                      სოციალური   პროექტის გეგმა
                                                პროექტის  ავტორი:  ელენე ტორაძე
პროექტის   დასახელება:    მეგობრობა “
პრობლემა:
 დაწყებითი კლასის  მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ განვითარებული სოციალური უნარ-ჩვევები.  უჭირთ პოზიტიური ურთიერთობის  დამყარება  თანაკლასელებთან.  მათ  ვერ წარმოუდგენიათ , რომ გოგონებსა და ბიჭებს შორის   შეიძლება არსებობდეს  ახლო  მეგობრული ურთიერთობები. 
პროექტის აქტუალურობა: 
 პროექტი აქტუალურია  იმით, რომ  დაწყებითი კლასებიდანვე  მოსწავლეებს  უნდა ვასწავლოთ სოციალური ურთიერთობები,   მათ  არ უნდა უჭირდეთ ერთმანეთთან პოზიტიური  ურთიერთობების  ჩამოყალიბება.  ეს პროექტი ხელს შეუწყობს ამ პრობლემის გადაჭრას.
  პროექტის მიზანი: 
პროექტში მუშობის  შედეგად  მოსწავლეებს  განუვითარდებათ  სოციალური  უნარ-ჩვევები:  როგორიცაა  მოლაპარაკება, კომპრომისი, ემოციების მართვა, კონფლიქტის  გადაჭრა და სხვა
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებს შეუძლიათ ერთმანეთთან პოზიტიური ურთიერთობა, არიან შემწყნარებლები,  მეგობრობენ ერთმანეთთან , არ არღვევენ  სხვის უფლებებს, იცავენ თავიანთ უფლებებს, არიან ასერტულები.
მოსწავლეთა  გამოცდილების  გათვალისწინება :
  მოსწავლეებს აქვთ მცირე გამოცდილება სასწავლო პროექტზე მუშაობის. მათ არ უმუშავიათ სოციალურ პროექტში. ვფიქრობ, მაინც გამომადგება სასწავლო პროექტში მუშაობის გამოცდილება სოციალურ პროექტში.  კერძოდ მათ უკვე იციან ჯგუფური მუშაობა, პასუხისმგებლობის დელეგირება, პრეზენტაციის გაკეთება. 
     აქტივობები:
                          აქტივობა #1
პროექტის იდეის გაცნობა  მოსწავლეებთან და მშობლებთან. მათთან ერთად აქტივობების დაგეგმვა.
                           აქტივობა#2
ფსიქოლოგის  შეხვედრა   მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. საუბარი თემაზე: „ასაკის შესაბამისი  პრობლემები“  და  „ კონფლიქტის მოგვარების  გზები.“

                                  აქტივობა #3
ფილმის  ჩვენება  ბულინგის თემაზე.  ფილმის განხილვა.  ფილმში არსებული პრობლემის გადაჭრაზე  მსჯელობა.

                              აქტივობა #4
ინტერვიუ მშობლებთან.  მშობლებთან  ინტერვიუს გზით  უფრო  კარგად შეძლებენ თანაკლასელები  ერთმანეთის  გაცნობას. აღმოაჩენენ ისეთ თვისებებს ერთმანეთში, რაც აქამდე არ ჰქონდათ  შენიშნული.  ასევე მშობლებს  ვთხოვთ   გაიხსენონ და ისაუბრონ  იმ პერიოდზე თვითონ  რომ  იყვნენ  ამ ასაკში  რა პრობლემები  ჰქონდათ და როგორ აგვარებდნენ.

                           აქტივობა  #5

პოსტერის   შექმნა   თემაზე:    „ ჩვენ მეგობრები ვართ“
                         აქტივობა   #6
პროექტის  პრეზენტაცია.


                      პროექტის მონიტორინგი და შეფასება

პროექტის მონიტორინგი  განხორციელდება  სამივე ეტაპზე.   დავაკვირდები ყველა მოსწავლეს,  რამდენად   იქნება  ჩართული  აქტივობების  განხორციელების პროცესში. საჭიროების დროს გამოვიყენებ  წამახალისებელ შექებას  და  გამხნევებას, სტიმულის მიცემას.

    პროექტის წარმატებას შევაფასებ    შემდეგი კრიტერიუმებით:

კრიტერიუმები
3
2
1
ჩართულობა
ჩართულია ყველა მოსწავლე და ყველა მშობელი
ჩართულია  უმეტესობა
ჩართულია მცირე ნაწილი
თანამშრომლობა
თანამშრომლობს ყველა
თანამშრომლობს  უმეტესობა
თანამშრომლობს მცირე ნაწილი
პროექტის შედეგი
პოზიტიური ურთიერთობები მოსწავლეებს შორის
გაუმჯობესებული  ურთიერთობები  მოსწავლეებს შორის
მცირედ გაუმჯობესებული ურთიერთობები



                        პროექტის განხორციელების დროის ჩარჩო

აქტივობები/დრო
პირველი კვირა
მეორე კვირა
პროექტის მიზნის განსაზღვრა
X

ფსიქოლოგთან შეხვედრა
X

ფილმის ჩვენება
X

მშობლების მოწვევა

X
პოსტერის შექმნა

X
პროექტის პრეზენტაცია

X


პროექტის რესურსები: ფორმატი, მარკერები, პროექტორი, კომპიუტერი, თაბახის ფურცლები.

პროექტის  განხორციელების  რისკები

შესაძლოა  ვერ განხორციელდეს  #2  და #4  აქტივობა. რადგან სკოლას არ ჰყავს ფსიქოლოგი.  მოწვევა  გვჭირდება სხვა სკოლიდან. მოსალოდნელია  ვერ მოვიდეს.  ასევე მოსალოდნელია  არ მოვიდნენ მშობლები, ან არ დაგვთანხმდნენ  ინტერვიუზე.

წრის მუშაობა


                       გარემოსდამცველთა   წრის მუშაობის გეგმა
სსიპ  გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფლის  საჯარო სკოლა   წრის ხელმძღვანელი: ბუნებისმეტყველების პედაგოგი  ელენე ტორაძე
          წრის სახელწოდება:  „ გარემოსდამცველთა  წრე“
               კლასები:  მეორე, მესამე, მეოთხე
                    2019-2020 სასწავლო წელი

             წრის    საგანმანათლებლო მნიშვნელობა
       სსიპ  გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში დაწყებით საფეხურზე  ასეთი წრის გახსნა ერთგვარ სიახლეს წარმოადგენს.  მას ექნება როგორც საგანმანათლებლო  დანიშნულება ასევე  ორიენტირებული იქნება პრაქტიკული უნარების განვითარებაზე. მოსწავლეები  აიმაღლებენ ცოდნას ბუნების დაცვის საკითხებზე,  ამაღლდება  მათი ეკოლოგიური  ცნობიერებაც.
                  წრის აქტუალურობა
       წრის მუშაობა  აქტუალურია თუნდაც იმიტომ, რომ  დაწყებითი კლასებიდანვე  მოსწავლეებს   განუვითარდებათ  21-ე საუკუნის უნარები. ამასთანავე ისინი გაიგებენ რატომ უნდა იყვნენ ბუნების ქომაგები.   მიხვდებიან , რომ როგორც ვექცევით ბუნებას ისევე გვექცევა იგი ჩვენ.
               წრის მუშაობის მიზანი
    წრე მიზნად ისახავს ბუნებისმეტყველების სწავლებით დაინტერესებულ  მოსწავლეებთან დამატებით მუშაობას, გაკვეთილების შემდეგ   გარკვეული   გრაფიკით. ბავშვებს მუშაობის პროცესში განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, პრეზენტაციის, კრიტიკული აზროვნების,  ჯგუფური მუშაობის,  შემოქმედებითი  და სხვა უნარები.
მათ განუვითარდებათ ისეთი პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები როგორიცაა: გარემოს დაცვა და  ეკოლოგიური წიგნიერება.

         მიზნის მისაღწევად საჭირო  რესურსები:   თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, ფლიფჩარტები, მარკერები,  კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი.

           სწავლების მეთოდებად გამოვიყენებ:  მინი ლექციას, სოკრატულ მეთოდს, დისკუსიას,  თანამშრომლობით სწავლებას, კეთებით სწავლებას, ჯგუფურ  მეცადინეობებს, პრეზენტაციას,  ცდას/ექსპერიმენტს.

                            შეხვედრების გრაფიკი
  კვირაში  ერთხელ, ყოველ  სამშაბათს  13:20 სთ-ზე

            წრის მეცადინეობებზე  დასამუშავებელი საკითხები/თემები. ჩატარების თარიღი
#
დასამუშავებელი  თემა
ჩატარების თარიღი
1
ჩემი მწვანე არდადეგები-ხატვის კონკურსი
17.09.2019
2
როგორ ვებრძოლოთ გაუდაბნოებას
24.09.2019
3
მცენარეთა როლი დედამიწაზე.
2.10.2020
4
როგორ მოვუაროთ  ოთახის მცენარეებს?
9.10.2019
5
ხეების ჩეხვა და ბუნებრივი კატასტროფები
16.10.2019
6
შევაგროვოთ მაკულატურა-გადავარჩინოთ ხეები
23.10.2019
7
პოსტერის შექმნა-ჩვენი მწვანე მეგობრები
30.10.2019
8
საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა-მწვანე მცენარის მნიშვნელობა
5.11.2019
9
ფოტოკონკურსი- ეს ჩემი ტყეა
12.11.2019
10
წითელი წიგნი და წითელი ნუსხა
19.11.2019
11
დიდი   ხელნაკეთი  წიგნის დამზადება, სადაც წითელ წიგნში შესული ცხოველები იქნებიან  დახატული  და დახასიათებული.
26.11.2019
12
როგორ ვმართოთ  ნარჩენები?
3.12.2019
13
ჩვენი ოთხფეხა  მეგობრები
10.12.2019
14
რატომ არ შეიძლება  ნადირობა დაცულ ტერიტორიებზე
17.12.2019
15
ელექტრონული წიგნის შექმნა, სადაც კომიქსებით იქნება წარმოდგენილი  ხეებისა და ბრაკონიერის დიალოგი.
24.12.2019



                         შეფასების ფორმები
მოსწავლეებს დაკვირვების საფუძველზე  შევაფასებ განმავითარებელი  კომენტარებით.

                            მოსწავლეთა  ორგანიზების ფორმები
საერთო საკლასო
 ინდივიდუალური
 ჯგუფური
წყვილებში