სოციალური პროექტი
,,როგორ გავუფრთხილდეთ საკუთარ
ჯანმრთელობას’’
პროექტის ხელმძღვანელი: ელენე ტორაძე
განხორციელების
დრო: 16.11-23.11 2019 წელი
პროექტის აქტუალობა
|
მეოთხე კლასში ჩემი
დაკვირვებით, გასაუბრებით და გამოკითხვებით შევატყე, რომ ბავშვები დასვენებაზე სახლიდან
მოტანილი არაჯანსაღი პროდუქტებით იკვებებოდნენ. თანაც ჰიგიენის დაცვის გარეშე.ამიტომაც
გადავწყვიტე,რომ ისინი შემეხვედრებინა ჩვენი სოფლის ერთერთ ექიმთან -ნონა კახაბრიშვილთან.
|
პროექტის ხანგრძლივობა-1 კვირა.
|
მიზანი
|
მშობლის ჩართულობის
უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში.
პატარებისთვის სხვადასხვა
ინფორმაციის გადაცემა ჯანმრთელობის საკითხებზე.
|
ამოცანები და განხორციელების გზები
|
ექიმთან შეხვედრამდე
ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები.
განვახორციელებ
შემდეგ აქტივობებს:
პირველი ნაბიჯი-როგორც მათი ბუნების
მასწავლებელი ბავშვებს ვესაუბრები თემაზე:
,,როგორ გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას“.
მეორე ნაბიჯი-ექიმს დაველაპარაკები
შეხვედრის თაობაზე, მოვილაპარაკებთ რა საკითხზე იქნება უფრო
საჭირო ყურადღების გამახვილება, დავთქვამთ
შეხვედრის დროს.
მესამე ნაბიჯი- შევხვდებით ექიმ- ნონა კახაბრიშვილს.
მეოთხე ნაბიჯი-მოვახდენთ პროექტის შეჯამებას ბავშვებთან
ჩავატარებ ზეპირ გამოკითხვას დავაკვირდები, რამდენად კარგად გაიგეს მათ ექიმთნ შეხვედრის
დროს მიღებული ინფორმაცია.
შეხვედრის დღის გეგმა:
|
ექიმი ბავშვებს გაესაუბრება
შემდეგ საკითხებზე:
Ø დღის რეჟიმი
Ø პირადი ჰიგიენა
Ø ძილი
Ø ჯანსაღი ცხოვრების
წესი
Ø ვიტამინები
Ø მიკრობები და ბაქტერიები
Ø სწორად კვების ოქროს
წესი
|
შედეგი
|
·
შედგება მშობლის ჩართულობა
სასკოლო ცხოვრებაში:
·
ბავშვები მრავალ სასარგებლო ინფორმაცია მიიღებენ თავიანთი ჯანმრთელობის
მოვლის შესახებ:
·
პატარები დარწმუნდებიან,რომ
·
ექიმთან ვიზიტი სულაც არ არის საშიში და რომ ისინი მუდმივად უნდა ზრუნავდნენ
საკუთარ ჯანმრთელობაზე.
|
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
|
1.
მოხდა თუ არა დასახული
მიზნების მიღწევა?
2.
რომელი აქტივობები
ვერ განხორციელდა და რატომ?
3.
რომელი კომპონენტში
იყო პროექტი წარმატებული?
4.
რა სარგებელი მიიღეს
პროექტის მონაწილეებმა?
5.
განხორციელდა თუ არა
პროექტით გათვალისწინებული აქტივობები,ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება.
6.
მომავალში მეტი ყურადღება
რას მივაქციო?
|